|
2019-01-03 14:29:15, 1206 ნახვა
საზოგადოება
ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვა
შეწყალების კომისიის შემადგენლობაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აღარ იქნება, - ამის შესახებ გიგაურმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მან კომისიის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა. "ამ ნიუსში კი წერია შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა - მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ უფრო შევსებას აპირებს კომისიის განახლებასთან ერთად. წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა. აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს ! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე", - წერს ეკა გიგაური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)