|
2018-12-31 13:07:36, 1275 ნახვა
საზოგადოება
საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“ პირველად მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში, კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება. გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის შექმნა დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. „Sirha 2019“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს. საქართველოს გამოფენაზე წარადგენს გასტრონომიული გუნდი ლევან ქოქიაშვილის ხელმძღვანელობით. „Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსაკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)