22:02 - 22 Jul, 2026
|
2018-12-31 12:04:00, 1322 ნახვა
საზოგადოება
გურამ კაშიამ საფულე დაკარგა - მპოვნელი მაისურით დასაჩუქრდება
ფეხბურთელმა, ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველმა, გურამ კაშიამ საფულე დაკარგა, სადაც გარკვეული თანხა, ბარათები და ჰოლანდიის მართვის მოწმობა ედო, - ამის შესახებ მან გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა. როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ვინც საფულეს დააბრუნებს, საჩუქრად მისი წარწერიანი მაისური გადაეცემა. „არც თანხა და არც ის ბარათები, რაც იქ დევს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მართვის მოწმობა, იმისათვის, რომ ვარჯიშზე ვიარო. ასე რომ, ახლა მპოვნელზეა პასუხისმგებლობა, ვივლი თუ არა ვარჯიშზე“, - განაცხადა კაშიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)