14:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 21:43:39, 2257 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - ლევან მურუსიძის გამუდმივება არ მომწონს

„არც მანამდე მომწონდა ლევან მურუსიძის მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონ ლევან მურუსიძის გამუდმივებას, სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს. მან ასევე მართალი ბრძანა, როდესაც თქვა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყნაში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არ არის არავითარ კავშირში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და მე არ გახლავართ ის მინისტრი, რომელიც ცდილობს, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს და მოსამართლეები აკონტროლოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics