|
2018-12-28 11:22:31, 1204 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის დღეებში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
„საქართველოს ბანკმა“ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ განაცხადა. 2019 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს „საქართველოს ბანკისა“ და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. ხუთშაბათს, 3 იანვარს, „საქართველოს ბანკისა“ და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს „საქართველოს ბანკის“ სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს „საქართველოს ბანკის“ და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ 18:00 საათამდე. ხოლო დიდ სავაჭრო ობიექტებში (მოლებში) განთავსებული სერვისცენტრები კი იმუშავებენ 19:00 საათამდე. 3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)