|
2018-12-26 10:14:59, 974 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვს, რომელიც ჰერალდიკის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წელს ჰერალდიკის საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრომ გერბზე არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყო. "შეიქმნა სამუშაო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგნელები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, რომ 2018 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი გერბი არ შეესაბამებოდა საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებს - ჯვრის ის სახეობა, რომელიც გამოსახული იყო ლოგოზე, არ დასტურდება ქართულ ჰერალდიკურ მემკვიდრეობაში, ასევე არ არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებზე. ჰერალდიკის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ლოგოზე ასახულიყო საქართველოს სახელმწიფო დროშაზე დატანილი ჯვრის, კერძოდ ბოლნურ -კაცხური ჯვრის სახეობა. საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებთან დაახლოების მიზნით, ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განმარტებით, ქართული ჰერალდიკისთვის დამახასიათებელია ვაზის ან მუხის რტოს წნული. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ახალი სიმბოლიკა, მათ შორის სამხედრო-საბრძოლო დროშების სრული პაკეტი და ემბლემა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებას თან ერთვის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2017 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული წერილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)