|
2018-12-25 10:01:53, 920 ნახვა
საზოგადოება
წინასაახალწლო დღეებში, ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საგზაო უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თბილისში - ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ: • ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე. • ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით. • ასევე, შეიზღუდება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით. • ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)