12:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 14:26:06, 2328 ნახვა

კომენტარი
„აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის“ - პარლამენტში შს მინისტრს უსმენენ [LIVE]

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ, ან ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დეპუტატებს.

როგორც მან აღნიშნა, მზად არის ნებისმიერ მწვავე შეკითხვას უპასუხოს.

„მინდა გულწრფელად გითხრათ, ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვების და დისკუსიების და რაც მთავარია, ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ 1 წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიისთვის. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და ვთვლით თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ, არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, ამ რეჟიმში შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი, რათა გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics