|
2018-12-17 16:07:57, 973 ნახვა
საზოგადოება
„Sony Music Communication“ ქართული ღვინის შესახებ სპეციალური პროექტზე მუშაობას იწყებს
ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს „Sony Music Communication"-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ეწვია. „Sony Music Communication“ და კომპანია „TOPPAN“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია „ქართული ღვინოსთან" ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციციის „ქართული ღვინო" ორგანიზებით, 2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო" რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse" იხილავს. ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის ლოგიკური გაგრძელებაა. საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშრისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მაიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)