15:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 15:58:39, 862 ნახვა

საზოგადოება
სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა მსოფლიო ქსელის სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

იტალიის დედაქალაქ რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის -  Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN) სამუშაო შეხვედრაგაიმართა, სადაც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა GLOSOLAN-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდების დანერგვას გულისხმობს. ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის წევრ ლაბორატორიებსმონაცემების გაცვლის და მიღებული შედეგების ჰარმონიზაციის საშუალება ექნებათ. GLOSOLAN-ის ფარგლებში,ლაბორატორიათაშორისი ხარისხის კონტროლის სისტემა შეიქმნა, რომელიც ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის სიზუსტის და მიღებული შედეგების სარწმუნოობის ზრდისკენ იქნება მიმართული. 

GLOSOLAN-ის წევრ ლაბორატორიებს საშუალება ექნებათ სხვადსხვა ტრენინგსა და სემინარში მიიღონ მონაწილეობა, რაც ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და კვლევისუახლესი  მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს. 

ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი 2017 წელს FAO-ს ინიციატივით შეიქმნა და მასში პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად 100-ზე მეტი ლაბორატორიაა გაწევრიანებული.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics