|
2018-12-16 14:14:45, 1420 ნახვა
საზოგადოება
ველისციხესთან, ოპოზიციის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება - არიან დაშავებულები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან ვითარება კვლავაც დაძაბულია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები სამართალდამცველების ჯგუფის გარღვევას ცდილობენ, რათა თელავის მიმართულებით გზა ფეხით გააგრძელონ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე არის დაშავებული. შოთა დალაქიშვილს დაზიანება სახის არეში აღენიშნება. დაშავებულის განცხადებით, მას რამდენიმე პირი დაესხა თავს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის მხოლოდ ყვარლის მიმართულებით გაგრძელებას სთავაზობდნენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)