13:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 12:54:04, 970 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი საქართველოს ეწვია

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ თბილისში თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ჩამოვიდა.

სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა. 

„თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა.  ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ მრავალ ინფრასტრუქტურულ და ენერგო პროექტებს. თბილისი და ანკარა აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს და თურქეთს შორის მოქმედებს მაღალი დონის დიალოგი სტრატეგიული საბჭოს სახით. ორივე ქვეყანა ჩართულია მნიშვნელოვან საერთაშორისო  სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics