|
2018-12-16 12:08:26, 956 ნახვა
საზოგადოება
მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება
თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, სადაც, ასევე, საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო გალაკონცერტი გაიმართება. რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა დღეიდან ტრადიციად იქცევა. ნაძვის ხის მონტაჟის პროცესს კახა კალაძე მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს 22 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. "მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. საახალწლო სოფელიც აქვე განთავსდება. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება და საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. მინდა, მოვუწოდო ყველას, პატარებთან ერთად მობრძანდნენ და ერთად ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე", - განაცხადა კახა კალაძემ. მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საახალწლო ღონისძიება გაერთიანდება. "წელს ძალიან საინტერესო კონცეფცია გვაქვს - რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალაკონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ის საკმაოდ მასშტაბური იქნება. დადგმის ავტორია ნიკუშა შველიძე, ხოლო მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა, მიშა მდინარაძეს ეკუთვნის. ღონისძიებაში არაერთი მსახიობი და მუსიკოს-შემსრულებელია ჩართული. გალა კონცერტს მუსიკალურად, ასევე, 82 არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვი გააფორმებს", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)