14:37 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 11:58:39, 949 ნახვა

საზოგადოება
ბახტაძე: გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარასა და სვანეთში ახლად ეკიპირებული პატრულის შემადგენლობა გვყავს

საპატრულო პოლიციის 82-მა თანამშრომელმა ზამთრის კურორტებზე პატრულირებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბაზტაძემ გუდაურში, ზამთრის სეზონის გახსნაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველგან, ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარაში და სვანეთშიც პატრულის შესაბამისად ეკიპირებული შემადგენლობები მუშაობენ. მამუკა ბახტაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

"წელს ჩვენ აღვნიშნავთ კურორტ გუდაურის 30 წლის  იუბილეს და ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც 30 წლის წინ, ამ კურორტის განვითარების დასაწყისში მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები საუკეთესო ყოფილიყო მსოფლიოში, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული  პროექტების მეშვეობით საქართველო მართლაც დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო  რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუდაურში პროექტების განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს, ასევე "დოპელმაიერს" და სხვა კომპანიებს, რომლეებმაც უმოკლეს ვადებში შეძლეს მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია, დამსვენებლებს კი ახალი სეზონის გახსნა მიულოცა. 

ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიაში მთავრობის მეთაურთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი და კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics