|
2018-12-14 18:38:30, 1137 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები სრულდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ვაკის რაიონს 15 სკვერი და საბავშვო მოედანიშეემატა. პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 482 000 ლარია გამოყოფილი. მცირე ზომის სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N38-ში, ქუთათელაძის N17-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-16 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულებულია. სხვა მისამართებთან ერთად, სამუშაოების ბოლო ეტაპი სოფელ თხინვალაში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის XI კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო მოედნებიეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები, საპარკე სკამები და სანაგვე ურნებია განთავსებული, ასევე, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)