13:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 14:02:34, 964 ნახვა

პოლიტიკა
ბიურომ 14 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 14 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.

დღის წესრიგის მიხედვით, კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე 45 -მდე საკითხის განხილვას გეგმავენ, როგორც კანონპროექტების, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტების. იგეგმება რამდენიმე კომიტეტის წლიური ანგარიშის მოსმენა.

სხდომის დღის წესრიგშია ათამდე კენჭსაყრელი საკითხიც, რომლებიც  კანონმდებლებმა წინა პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და  „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლებსაც პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით იხილავს. ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტები:  „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)" რატიფიცირების შესახებ";  „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)" N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების" რატიფიცირების შესახებ";  „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე".

პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ასევე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

ბიურომ იმსჯელა ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics