|
2018-12-12 11:59:25, 933 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულ მოსახლეობას პრობლემას მოვუგვარებთ
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთი უკვე გამოიყო. „ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული პრობლემა 3000-ზე მეტ ოჯახს 90-იანი წლებიდან აწუხებს. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს და მათი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. უკვე შევარჩიეთ კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი დაინტერესებული კომპანია არ აღმოჩნდა, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებთან და სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. „მესმის სამშენებლო კომპანიების, რადგან ყველას საკუთარი ბიზნესმოდელი აქვს, თუმცა ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. აღნიშნული პროექტებით ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, ისინი დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად მოდიან და მერიას სხვადასხვა წინადადებას სთავაზობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, აღნიშნულ მიწებზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. გვინდა, მათი წინადადებები მერიის ვებგვერდზე განვათავსოთ, სადაც მათი ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარესა და კომპანიას ექნება. გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის, რომელიც დედაქალაქის მერიას მეტ ფართს შესთავაზებს, რათა საცხოვრებლით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)