13:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 10:44:03, 970 ნახვა

საზოგადოება
„ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო

სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე (IACC)  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სატყეო სექტორში არსებულ სახელმწიფო ხედვაზე და პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“  მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის განვითარებისთვის უწყებათაშორისი კოორდინაციის ეფექტიან ფუნქციონირებაზეც გაამახვილა.

„ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  პროექტია, რომლის მიზანიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვით კლიმატის ცვლილების მიმართ გამძლე სოფლის განვითარების ხელშეწყობაა; ტყის მართვის გაუმჯობესებით, ასევე, მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიღებით, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებით, სოფლად შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია და ეკოლოგიური რისკების შემცირება  უნდა მოხდეს.

პროექტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო;  სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის  წევრები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics