|
2018-12-11 13:14:37, 840 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზებით, ინტერნეტმმართველობის ფორუმი მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით ინტერნეტმმართველობის მეოთხე ფორუმის GeoIGF 2018 იმართება, რომელზეც ძირითადად განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტერნეტის ბაზარი და კონკურენცია, ფართოზოლოვანი განვითარება და სათემო ქსელების სიახლეები, საავტორო უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში და სხვა. საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GEO IGF) მიზნად ისახავს ხელი შუწყოს საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საქართველოს ICT სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვას, წლის გამავლობაში მიღწეული წარმატებების წარმოჩენას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, კონკურენციის, ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის-GE ccTLD-ის ადმინისტრირების განვითარების, საავტორო უფლებების, ადამიანის უფლებების, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართულებით. ინტერნეტმმართველობის ფორუმში ასევე მონაწილეობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, ევროპის საბჭოს, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, ინტერნეტის განვითარების ინიციატივის, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის, საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრისა და სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)