12:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 12:03:42, 1204 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ს ელჩს ვერავინ დაუბლოკავს, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის

„წარმოუდგენელია მგონია, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ვინმემ ელჩი დაუბლოკოს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი Foreign policy-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.

ჩუგოშვილის თქმით, მსგავსი ინფორმაცია პირველ რიგში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აყენებს შეურაცხყოფას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია.

„ეს კითხვა ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს თვითონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია. მგონი, მიუღებელია მსგავსი რამ. აშშ-ის ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის და თვითონ აშშ-შიც იციან ძალიან კარგად. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ზოგადად, ელჩები საქართველოს გარდა, ბევრ ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული და ეს თავიანთი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics