11:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 17:25:28, 1532 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი - პარადოქსია, რომ „ეუთო“ არ არის წარმოდგენილი იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას დიდი სარგებელი ექნებოდა

„პარადოქსია, რომ ეუთო არ არის წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებელი ექნებოდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და  „ეუთო“-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, მილანში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე განაცხადა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა ეხებოდა „ეუთო“-ს საპარლამენტო ასამბლეის გაძლიერებას, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და რუსული აგრესიას, „ეუთო“-ს დახურული მისიები კავკასიაში.

„პარადოქსია, რომ ეუთო არ არის წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებელი ექნებოდა, მაგალითად კავკასიაში. ვითარება არ გაუმჯობესებულა ამ რეგიონში; არ არსებობს რაიმე პროგრესი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა თუ მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ საკითხს და გამონახოთ პოლიტიკური ნება, რომ ეუთოს მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს თავისი საქმიანობა იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მაღალია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics