07:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 17:01:57, 1696 ნახვა

კომენტარი
გახარია: ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში გაკეთდეს არჩევანი, საპოლიციო ძალები ამის ფარგლებში გადაადგილდებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სპეციალური ტექნიკის მობილიზების საკითხს გამოეხმაურა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, პოლიციის გადაადგილებაში განსაკუთრებული არაფერია და ასეც გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის მარნეულში, პოლიციის სპეცტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით.

„ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც იღებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მაგალითად, მიკროფონი, კამერა, ზუსტად ასე, პოლიციას აქვს თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც, ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება. არაფერი აქ უჩვეულო არ არის. ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს", -განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics