07:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 11:09:53, 1462 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე, პირველ ტურთან შედარებით, ბევრად მძიმე მდგომარეობაა

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე არჩევნების პირველ ტურში იყო.

ვაშაძემ ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე იმ კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა, როემლიც ამ დროისთვის დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბებზე, პირველ ტურთან შედარებით ბევრად მძიმე მდგომარეობაა. გურჯანის მერვე საარჩევო უბანზე წიასწარ ხელმოწერილი არის ოქმი, ერთადერთი მხოლოდ ჩვენი კომისიის ხელმოწერა აკლია, ეს არის გაუგოარი დარღვევა. 8 საათზე უკვე ოქმი შეავსეს წინასწარ და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და წარმოუდგნელი რაც ხდება. ძალიან საგანგაშო მდოგმარეობა არის გურჯაანის რაიონში, სადაც ფაქტობრივად  ფიზიკურად ძალდობენ პოლიციის ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელები, გურჯაანის სოფელ ჯადარში ანა რუაძე ჩვენი წარმომადგენელი, იმიტომ რომ ყველა უბანზე 21-ე. 26-ე, 27-ე უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად ადამიაჯებს კაბინიდან გამოსვლის მერე აიძულებენ გახსნან ბიულეტენი, ანუ ფარულობა დაარღვიონ  და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი. ჩვენ ყველა ამ კანონ დარღვევას ავსახავთ. ასევე, მარნეუოლის 59-ე უბანზე იმყოფება საკურებულოს თავჯდოამრის მოადგილე მამუკა ნავერიანი რომელიც აიძულებს ამომრჩეველს ღიად აჩვენოს ბიულეტინი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics