03:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 14:32:51, 2566 ნახვა

მსოფლიო
​მიგრანტებმა აშშ-მექსიკის საზღვრის შტურმით აღება სცადეს - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ვიდეო]

ცენტრალური ამერიკის თითქმის 500-მა მიგრანტმა აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვა უკანონოდ სცადა, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საზღვარზე მყოფმა ამერიკელმა სამართალდამცველებმა და სამხედროებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მედიის ცნობით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც საზღვართან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დროს, მიგრანტებმა გაიგეს, რომ მათ ამერიკაში შესვლაზე უარი ეთქვათ. ასობით ადამიანი საზღვრისკენ დაიძრა, მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ამერიკაში გადასვლა სცადეს. ამის შემდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მიგრანტების მოგერიება მოახერხა.

გარდა ამისა, Associated Press იტყობინება, რომ დაპირისპირების დროს 39 მიგრანტი დააკავეს.

ამერიკამ რამდენიმე საათის განმავლობაში სასაზღვრო გამშვები პუნქტი სან-დიეგოსა და ტიხუანას შორის ჩაკეტა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics