03:43 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 14:35:03, 3045 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში დემონსტანტებთან შეტაკებისას 7 პოლიციელი დაშავდა - აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს [LIVE]

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ენენ-ბომონში, ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციის მონაწილეებთან შეტაკების დროს შვიდი პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ BFMTV იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ავტომობილი გადააბრუნეს და დაწვეს.

მედიის ცნობით, აქცია ქვეყნის დედაქალაქ პარიზშიც მიმდინარეობს. მოქალაქეებს ელისეის მინდვრების გადაკეტვა უნდათ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მომიტინგეები სახელმწიფო უწყებებთან მისვლას ცდილობენ.

BFMTV იტყობინება, რომ დემონსტრანტებსა და სამარტალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასობრივი პროტესტი 17 ნოემბერს დაიწყო. მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ერთი კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაში 287 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ ქალაქში გამართულ აქციაზე 500-მდე ადამიანი დაშავდა, ერთი კი, გარდაიცვალა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics