04:50 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 12:39:45, 415 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძე: ათეულობით მოქალაქეა გადარჩენილი

„სრული მასშტაბით მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ათეულობით მოქალაქე გადარჩენილია“,-ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, მერიის სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვითარება დასტაბილურდეს.

„სრული მასშტაბით მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, გადარჩენილია ათეულობით მოქალაქე წუხანდელი ღამიდან მოყოლებული,  ამ ეტაპზე თბლისის ტერიტორიაზე რამდენიმე კრიტიკული მომენტი გვაქვს, ზოოპარკის ტერიტორია, ახალი პოლიციის მიმდებარე ტერიტორია ყიფშიძის ქუჩაზე, სვანაძის ქუჩა, ყველა ამ ქუჩაზე მიმდინარეობს გაწმენდითი, დასუფთავების სამუშაოები, ყველა სამსახური, შსს, მერიის სამსახურები მობილიზებულია, ყველაფერს აკეთებენ, რაც შეიძლება მალე დასტაბილურდეს ვითარება,"-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics