|
2018-11-21 17:59:31, 1227 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა
თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა.ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნო. მისი განცხადებით, თითოეული ნარჩენი, რომელიც აღნიშნულ სტენდში მოხვდება, მეორად პროდუქტად გადამუშავდება. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ნარჩენი, რომელიც ამ სტენდში მოხვდება, იქნება გადამუშავებული მეორად პროდუქტად, რაც არის ერთიანი სამთავრობო „მწვანე პოლიტიკის“ განუყოფელი ნაწილი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ეკონომიკური განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნის ახალი ერა და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მთლიანად უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას”,- განაცხადა მაია ბითაძემ. ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები თბილისის მერიას, "თბილსერვის ჯგუფს", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე 13 ადგილზე განთავსდა. კერძოდ, ვაკის რაიონის გამგეობასთან, ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან, 31-ე საჯარო სკოლასთან, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ისნის რაიონის გამგეობასთან, მეტრო „უნივერსიტეტთან“, „ექსპო ჯორჯიასთან“, - მიხეილ თამარაშვილის ქ. #10ა; ტექნიკური უნივერისტეტის მე-6 კორპუსთან; სამედიცინო უნივერსიტეტთან; ლისის ტბაზე; თსუ-ის მე-10 კორპუსთან; 62-ე საჯარო სკოლასთან. თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის 2018 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. მემორანდუმი ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ეფუძნება. ღონისძიებას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელძღვანელი ლევან ჯღარკავა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) აღმასრულებელი დირექტორი და USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ესწრებოდნენ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)