21:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 18:35:37, 1776 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19,108-ე მუხლით.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურტურიდან აცნობეს, წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს,  ბ.გ. - მ  განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ჯ. ვ. - ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა.  დაჭრილი პირი დროული სამედიცინო დახმარების  შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

„სამართალდამცველებმა ბ.გ. 2017 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში  დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics