14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 12:15:45, 553 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სოფელ თხილნარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ  ბერიაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს.

პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე სოფლებში ახალსოფელი, ჭარნალი და თხილნარი   ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და სოფელ თხილნარის მკვიდრის, თენგიზ ბერიძის ოჯახში გაზქურა აანთო.

,,დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა ხელვაჩაურში  და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორ ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად სამომავლო გეგმები განვიხილე.   რეგიონში მიმდინარე წელს კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა"  9 500 აბონენტი უზრუნველყო ბუნებრივი აირით.

აჭარის რეგიონში დღეისათვის 85 ათასი აქტიური აბონენტია, რომელთა რიცხვი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. შენდება ახალი ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებას ემსახურება.

ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე სოფლის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ თხილნარში 69345 მ სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1000-მდე ოჯახს  ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფლების ახალსოფელის, ჭარნალის და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ოჯახს მიეცა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics