19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 09:51:52, 2195 ნახვა

სამართალი
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ - საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია

სტატია გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.

"წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა“, - ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა.

რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? - ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

"საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი“.

International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.

 

http://www.spiegel.de/reise/aktuell/travel-risk-map-so-hoch-ist-das-risiko-zu-reisen-a-1238455.html





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics