|
2018-11-16 13:37:15, 1289 ნახვა
საზოგადოება
„მთლიანი ყელი გადაჭრილი აქვს“ - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის, ემილ ხოფერიას თვითმკვლელობაში, გარდაცვლილის ოჯახი ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს. გარდაცვლილის დეიდის ვიოლეტა ხოფერიას თქმით, პატიმრისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ. ოჯახის განცხადებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. „ უნდა ყოფილიყო მკაცრი კონტროლის ქვეშ, იქიდან გამომდიანარე, რომ იცოდნენ, გამორიცხულია არ სცოდნოდათ როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნებოდა, მითუმეტეს, როცა შეატყობინეს დედის გარდაცვალება. ან მე რატომ არ შემახვედრეს?! მიიყვანეს მკვლელობამდე, მერე არ ვიცი მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს ამოუჭრეს რამე? რა საჭირო იყო ამხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი“, - განაცხადა ვიოლეტა ხოფერიამ. ოჯახისთვის საეჭვოა გარდაცვლილის ის წერილიც, სადაც ბრალდებული თვითმკვლელობაზე საუბრობს, რადგან მათი მტკიცებით, ემილ ხოფერია ქართულად გამართულად ვერ წერდა. "წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა, ვფიქრობ, რომ მას უბიძგეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს“, - აღნიშნა გარდაცვლილის ბიძამ, ავთანდილ ხოფერიამ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)