00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 10:52:35, 1280 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს  შეხვდა.

ღვინის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ მეღვინეებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ მეღვინეობა-მევენახეობის დარგი საქართველოში. სახელმწიფო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს აღნიშული მიმართულებით. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. პირადად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენ ბეჯითად ისწავლოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი და ენოთეკა დაათვალიერეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics