19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 21:56:53, 2203 ნახვა

სამართალი
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თექაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმადაც ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებულს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მათ შორის კისრის არეში.

გრიგალაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics