18:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:10:10, 1437 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

„ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის გამო", - ამის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულმა შემთხვევამ ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის თვალსაზრისით და აგრეთვე, პოლიტიკური ჩარევის კუთხითაც. 

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ხსენებული საქმის გამოძიების დასკვნა დროულად გამოაქვეყნოს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას და უზრუნველყოს, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუხთარლის საქმეზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics