|
2018-11-13 13:12:55, 1338 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიას ლატვიელი პარტნიორი - „BIOR“-ის დირექტორი ეწვია
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ვიზიტით ლატვიელი პარტნიორი იმყოფებოდა. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის დირექტორი, აივარბერზინშიLMA-ს შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო. “BIOR”-ის დირექტორი, აივარბერზინში, LMA-ს დირექტორს, ირაკლი გულედანს შეხვდა და მხარეებმამომავალი თანამშრომლობის საკითხებიგანიხილეს. BIOR - თან თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის მიმართულებითინტენსიური სწავლებებიუტარდებათ. სწავლებები ტარდება როგორც LMA-სბაზაზე, ასევე, ლატვიაში “BIOR”-ის ლაბორატორიაში. მიღებული ცოდნით შესაძლებელი ხდება ევროკავშირის სტანდარტისა და გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)