02:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 12:33:58, 3057 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებები განახლდა - არის მსხვერპლი

პალესტინურმა „ჰამასმა“, რომელიც რიგ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 370 ჭურვი გაუშვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში 150 სამიზნე დაბობმა. კერძოდ, ისრაელმა „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა. ამის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიღუპა, 3 ღაზას სექტორში, ერთი კი, ისრაელის ტერიტორიაზე. 50-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

მედიის ცნობით, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ღაზას სექტორის მახლობლად ხმოვანი სიგნალებია ჩართული. 

ცნობისთვის, ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. 31 მარტს დაწყებული აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტის ტალღა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანამ გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics