23:36 - 21 Jul, 2026
|
2018-11-12 20:27:36, 1599 ნახვა
საზოგადოება
მატარებლის ტექნიკური ხარვეზის და მგზავრის ლიანდაგებში ჩავარდნის გამო მეტრო 2-ჯერ გაჩერდა
თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, შეფერხება ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რომელიც დეპოში გადაყვანას საჭიროებდა. მათივე ინფორმაციით, მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მოძრაობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული. კერძოდ კი, ვაგზლის მოედნიდან ვარკეთილის სადგურამდე. ამ ეტაპზე მოძრაობა სრულად აღდეგნილია. გარდა ამისა, მეტროში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. მეტროპოლიტენის ცნობით, ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრი ცოცხალია და მეტრო მისი ბაქანზე აყვანის გამო გაჩერდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)