|
2018-11-12 12:46:41, 1036 ნახვა
საზოგადოება
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, მედიკამენტებს „პერჯეტასა“ და „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “ როშეს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტების გარდა, მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე სიმსივნით (ძუძუს კიბო) დაავადებული მოქალაქეებიც მიიღებენ. „მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. უწყების ცნობით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა. „საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის-ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს. ძუძუს კიბოს სამკურნალო არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნად დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორე და მესამე სტადიით მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღეებენ, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)