15:39 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 17:14:53, 962 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო

საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance „თიბისი ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა რეგიონში, სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით. გარდა ამისა, ავტორიტეტულმა გამოცემამ თიბისი ბანკის ვებ-გვერდი 2018 წლის საუკეთესო  ინტეგრირებულ სამომხმარებლო ვებ-გვერდად აღიარა.

დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 300-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს: ონლაინმომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევის სტრატეგია, ციფრული სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლების მოზიდვა, შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ-გვერდის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში.

წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს  Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
ოკუპირებული ცხინვალი: ევროკავშირი სირიაზე ზეწოლას ახდენს აღიარების გასაუქმებლად
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ადვოკატი: სასტუმრომ მზაობა გამოთქვა, გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხის გადახდასთან დაკვაშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics