00:34 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 19:16:22, 1321 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მინდელის სახელობის შახტამ მუშაობა შეაჩერა. 25 მეშახტე ამ დრომდე შახტაში რჩება, ისინი იქ დილის 06:00 საათიდან იმყოფებიან.

მინდელის შახტის მე-6 საექსპლუატაციო უბნის სამთო ოსტატის ხვიჩა გაბუნიას თქმით, გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც, ის გაკოტრდა და თანამრომლებს ხელფასს ვეღარ გადაუხდის.

„ჩვენი ძირეული მოთხოვნა არის, რომ დაგვეხმაროს სახელმწიფო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ბატონ დავით ბეჟუაშვილმა შეგვიწყვიტა ყველა ის გადასახადი, რასაც გვიხდიდა აქამდე. კომპანიას არ აქვს ამის საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ საექსპლუატაციო უბნებში არ ხდება ქვანახშირის მოპოვება და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენც, მეშახტეები ვეღარ ვღებულობთ ხელფასს",  - განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ.

გაფიცული მეშახტეები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics