|
2018-11-02 17:58:03, 2736 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონ ლარი გამოიყოფა
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიახლე, რაც 2019 წლის ბიუჯეტშია არის ასახული არის ის, რომ დაახლოებით, 144 ათასი ბავშვისთვის გამოიყოფა 50-ლარიანი დახმარება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა. „შეთანხმდა მთელი რიგი საბიუჯეტო პარამეტრებისა, მათ შორის, აღნიშნული ინიციატივაც, რომელიც სრულად ეხმიანება იმ პრობლემას, რომელიც დაფიქსირდა „იუნისეფის" კვლევაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა აღნიშნული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება სხვა საინტერესო ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ მიმართულებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)