19:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 01:20:06, 1576 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი მარიხუანას წარმოებაზე - თუ ვნახავთ, რომ ეს ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ - ვიდეო

„მარიხუანას თემაზე გუნდის რეაქცია ადეკვატური იყო, კანონპროექტი არის შეჩერებული“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა და  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა კანაფის კულტივაცია.

„რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომ შევიდა პარლამენტში ეს კანონმდებლობა და მათ რიცხვში მეც ვმონაწილეობდი განხილვაში, კიდევ ვიმეორებ, რომ არის წარმოება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით. რენტაბელობა ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა  500 პროცენტზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთ-ორ და სამ წელიწადში. მინდა, ჩამოვთვალო ქვეყნები, რომლებიც მარიხუანას აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია. როდესაც გუნდშიც გვქონდა ამაზე განხილვა, გუნდის ზოგიერთ წევრს არ აწყობდა ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი, ამბობდნენ, რომ ისინი განვითარებული ქვეყნები არიან, მე ვთქვი, რომ უზბეკეთიც დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით. რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო გუნდის რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან, თუ ვნახავთ და დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არ წავა არც ახლა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics