|
2015-06-10 18:13:52, 571 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ფონდის ტერიტორიებზე ავტორიზაციის გარეშე საქმიანობები არ განახორციელონ
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ფონდის ტერიტორიებზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე საქმიანობები არ განახორციელონ. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიებზე ხშირია ისეთი დროებითი ნაგებობების განთავსების შემთხვევები, როგორიცაა - ფუტკრის სკა, ხის დროებითი კონსტრუქცია და ა.შ. ამასთან, განცხადებაშია ნათქვამია, რომ მოსახლეობის მიერ ტყის ფონდის ტერიტორიების გამოყენება ხშირად ხდება ისეთი მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების გაშენებისთვის, როგორიცაა ვაზი, სიმინდი, ლობიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც არ აყენებენ და ვერც შეიძლება აყენებდნენ ზიანს გარემოს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მიწის დამუშავება - ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებასა და პროდუქტიულობის გაზრდას, ხოლო ფუტკარი უზრუნველყოფს ხე-მცენარეების დამტვერვას. „ამდენად, გარემოს დაცვის სამინსიტროს შესაბამისმა სამსახურებმა იმსჯელეს ამ საკითხის შესახებ და დაადგინეს, რომ არსებობს მოძველებული ნორმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და თავისი შინაარსით უტოპიურია ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა “გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის” შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული საქმიანობებისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანისათვის თანხის დაანგარიშება აღარ მოხდება, გარდა დაცული ტერიტორიებისა. თუმცა, რამდენადაც ეს საქმიანობები თავისი შინაარსით ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილ ფორმებს წარმოადგენენ, ამ საქმიანობების შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება, კვლავ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებად და მოხდება ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის დათვლა აღარ მოხდება, მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იჯარის შესაძლებლობა და დადგენილ ჩარჩოებში ისარგებლონ ტყის ფონდით, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სოფლის მეორუნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, მოხდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)