21:35 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 10:05:17, 925 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფს“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემები მოინახულა. კარლ ჰარცელი, ასევე, დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, განახლდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სასაზღვრო სექტორები კი ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics