23:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 12:06:08, 3123 ნახვა

მსოფლიო
კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ 2 თვეში გააძლიერებს

დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

როგორც ვოლკერმა აღნიშნა, ამერიკა სანქციების ყოველ ორ თვეში გააძლიერებს. მისივე განმარტებით, ადაწყვეტილების მიზანია, კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდაზე იძულებითი მიყვანა. 

„ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ მოკავშირეებთან და ევროპელები სანქციებს ინარჩუნებენ. ვფიქრობ, რუსეთისთვის ეს სიურპრიზი იყო. ევროკავშირმა სანქციების შენარჩუნების მიმართულებით უზარმაზარი მდგრადობა და ძალა აჩვენა“, - განაცხადა ვოლკერმა.

გარდა ამისა, ვოლკერის შეფასებით, ოფიციალური მოსკოვი ამ დრომდე ფიქრობს, რომ აქვს უფლება, მიუთითოს უკრაინას, საქართველოს და სხვებს, რომ ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ უნდა შეუერთდნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics