12:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 16:03:37, 1584 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: სუბელიანის ლაპარაკი იყო წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანის საუბარი - სისულელეებს ამბობდა

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურება.

ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პროკურატურის ყოფილ ჩინოსანს მირზა სუბელიანს შეხვდა და ეს მისი მტკიცებით, მსჯავრდებულის ოჯახის თხოვნით მოხდა.

დეპუტატის თქმით, შეხვედრის დროს სუბელიანი „გონზე არ იყო“ და მისი საუბარი სერიოზულად არ ჩაუთვლია.

„6 ივლისს ვიყავი მირზა სუბელიანთან. არ არის ადამიანი გონზე თქო არ გესმით? მე არ მახსოვს როდის მითხრა, მაგრამ მითხრა. მირზა სუბელიანის ნალაპარაკები ჩემთვის იყო არასერიოზული, მასთან შევდიოდი ოჯახის მოთხოვნით, რომ არ იყო გონებაზე ,აშლილი იყო. შედი დაამშვიდე დააწყანარეო მეუბნებოდნენ. კიდევ რომ, მთხოვონ ისევ შევალ. ვიცოდი, რომ სისულელეებს ამბობდა და რა უნდა მეთქვა? მირზა სუბელიანის საუბარი ჩავთვალე თავიდან ბოლომდე არასერიოზულად, ამიტომაც ვთქვი და გავაკეთე განცხადება. მირზა სუბელიანის საუბარი იყო წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანის საუბარი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics