18:09 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 14:51:46, 907 ნახვა

საზოგადოება
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება

მთავრობის კანცელარიასთან "ცენტრ პოინტის’" დაზარალებულების აქცია გრძელდება.

დაზარალებული მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება. მათ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს "თაღლითების ხელის შემწყობი" უწოდეს და მტავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შესაბამისი შინაარსის პლაკეტი მიიტანეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თამარ ფირცხალაიშვილის განცხადებით, დაზარალებულებს არ სურთ კომპანიასთან საპროცესო გარიგება გაფორმდეს. 

"დაზარალებულები ვითხოვთ სამართლის აღდგენას, სასამართლო პროცესები უსაზღვროდ არის გაწელილი. სააპელაციო სასამართლო ხვალ ტარდება. ჩვენ არ გვინდა, რომ საპროცესო გარიგება შედგეს თაღლითებთან, იმიტომ, რომ დაზარალებულებთან არანაირი რეალური შეთავაზება არ არის. დავწერეთ განცხადებები პრემიერ მინისტრის სახელზე და გვინდა შეხვედრა. ველოდებით შედეგს", - აღნიშნა ფირცხალაიშვილმა ‘’ექსპრესნიუსთან’’ საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია ”ცენტრ-პოინტის” მშენებლობით დაზარალებულთა სასამართლო სარჩელების განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics