23:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 12:38:20, 3402 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა დაკავებული ამერიკელი მღვდელი გაათავისუფლა

თურქეთის სასამართლომ ამერიკელი მღვდლი, ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლა, - ამის შესახებ Hurriyet იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ პასტორს უფლება მისცა სურვილის შემთხვევაში თურქეთი დატოვოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდეს. როგორც ბრანსონის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთს დატოვებს. 

მედიის ცნობით, შეთანხმება ანკარასა და ვაშინგტონს შორის გასულ თვეში, გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე შედგა. სანაცვლოდ ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. მოლაპარაკებებს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 

შეგახსენებთ, პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics