13:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 09:28:52, 407 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა, 2004-2005-2006 წლებში და შემდგომაც

ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა, 2004-2005-2006 წლებში და შემდგომაც, ყოველთვის იყო ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა სურდა, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„ინფორმაცია ნამდვილად არსებობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. ამავე დროს, ის პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა, 2004-შიც, 2005-შიც, 2006-შიც და შემდგომაც, კომუნიკაციის დონეზე ყოველთვის იყო ინფორმაცია, მათ შორის მის მიერ გამოთქმული, რომ სურდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. ის იყო პოლიტიკაში, ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა გარკვეულ პროცესებზე და პოლიტიკაც არის პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ის კი ამას აკეთებდა 2004-შიც, 2005-შიც, 2009-შიც, 2010-შიც და აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ცალსახად ცნობილი იყო ჩვენთვის“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

ადეიშვილის თქმით, ივანიშვილი ხელისუფლების შეცვლას 2008-2009-2010 წლებშიც აპირებდა.

"ხელისუფლებაში მოსვლა არის დემოკრატიული პროცესი და საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სადღაც კულისებს მიღმა არ ფორმდებოდეს რაღაც გადაწყვეტილება ორ პოლიტიკურ ძალას, ან ორ ადამიანს შორის. ხელისუფლების გადაბარება, ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ვიღაცას ხელისუფლება აჩუქო, ან გადააბარო, ან მისცე ამის გაკეთების საშუალება. მან აირჩია გზა არჩევნების და შესაბამისად არჩევნების გზითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ხელისუფლების შეთანხმებულ გადაბარებაზე მან უარი მიიღო", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics