15:41 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 10:43:17, 865 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი ახალქალაქის იუსტიციის სახლის გახსნაზე მოიწვია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ერევანში მიმდინარე ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის ფარგლებში  სომეხ კოლეგა არტაკ ზეინალიანს შეხვდა. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა იუსტიციის სფეროში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის ტრადიციებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა არტაკ ზეინალიანს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივ შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები ამ სფეროებში გამოცდილების გაზიარებისთვის; შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, იუსტიციის სახლები, ერთობლივად გავხსნათ იმისათვის, რომ ჩვენმა კოლეგებმა ადგილზე ნახონ, რაოდენ მნიშვნელოვანია  სერვისების ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, და პირველი ასეთი გახსნა ძალიან მალე იქნება − ჩვენ ერთობლივად გავხსნით ახალქალაქის იუსტიციის სახლს; შევთანხმდით, რომ ქართველი და სომეხი მსჯავრდებულები გადაეცემიან შესაბამის ქვეყნებს, რათა ოჯახებს გაუადვილდეთ კონტაქტი თავიანთ პატიმრებთან სასჯელის მოხდის პერიოდში", − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის  პატრონაჟით იმართება. ღონისძიება 7 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები − პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics